Flit Production phone icon mail icon facebook icon

პილონები და სტელები / ცალკემდგომი კონსტრუქციები

Pylons & Stellas


დამატებითი მომსახურება:

დაგეხმარებით პროექტის ქალაქის ადმინისტრაციასთან შესათანხმებლად მომზადებისთვის.

ცალკემდგომი კონსტრუკციების მაგალიტები / პილონები

Examples of Pylons

მაღალი ცალკემდგომი კონსტრუქციები / სტელები

Examples of Stellas (Tall Freestanding Installations)

შესასვლელთან ცალკემდგომი კონსტრუქციები

Entryway installations/constructions

ცალკემდგომი სანავიგაციო კონსტრუქციები

Freestanding Navigational/wayfinding signs

ღირებულების დაანგარიშება

dropdown_arrow


დაგვიკავშირდით ტელეფონით და გამოგვიგზავნეთ მასალა ელ. ფოსტით. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას და დაგითვლით ღირებულებას.

რა უნდა ვიცოდეთ ამისათვის:

  • სასურველი კონსტრუქციის ზომები (სიგრძე X სიმაღლე)
  • სად უნდა დამონტაჟდეს (კედელზე, ცალკე და ა.შ)
  • ცალმხრივი უნდა იყოს თუ ორმხრივი
  • უნდა ანათებდეს თუ არა


აღგვიწერეთ ამოცანა და ჩვენ განხორციელებაში დაგეხმარებით. შემოგთავაზებთ ყველაზე ოპტიმალურ ტექნოლოგიას და მასალებს, როგორც ეფექტიანობას, ისე ღირებულების თვალსაზრისით. 

კარგი შედეგის გარანტია მხოლოდ ინდივიდუალური და პროფესიონალური მიდგომაა! 

ახალ მაგალითებსა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook-ზე

იდეიდან განხორციელებამდე

dropdown_arrow

ეტაპი 1

ინფორმაციის მიღება და დეტალების განხილვა

საწყის ეტაპზე თქვენ გვაწვდით საჭირო ინფორმაციას შეკვეთის შესახებ: ტექნიკური დავალება, მონახაზები (თუ არსებობს), მაგალითები, არსებული ვითარება და სხვა მასალები. მენეჯერთან ერთად განიხილავთ პროექტის მნიშვნელოვან პარამეტრებს, შესრულების ვადებს და სამუშაოს ძირითად ეტაპებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვიურთიერთოთ ტელეფონით, ელ. ფოსტით და ონლაინ რეჟიმში.

ეტაპი 2

ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცება

ამ ეტაპზე ვათანხმებთ საბოლოო ზომებს, ვიზუალურ მახასიათებლებსა და ფერს. ფორმდება ხელშეკრულება. იქმნება და მტკიცდება ესკიზები, ფოტომონტაჟები და სხვა საჭირო ვიზუალური თუ ტექნიკური ელემენტები. საჭიროების შემთხვევაში, ქალაქის ადამინისტრაციის მიერ პროექტის დასამტკიცებლად მზადდება დოკუმენტები.

ეტაპი 3

წარმოება

დეტალების შეთანხმებისა და საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ გადავდივართ წარმოებაზე.
იწყება შეთანხმებული მახასიათებლების მიხედვით პროდუქტის დამზადება.
შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე თქვენი ყურადღება და მიღებული შედეგების დადასტურება იყოს საჭირო.

ეტაპი 4

მზა პროდუქტის მონტაჟი და ჩაბარება

ბოლო ეტაპი მზა პროდუქტის ადგილზე დამონტაჟებაა (თუ ეს პროექტით არის გათვალისწინებული). საჭიროების შემთხევაში, კომპანიის წარმომადგენლები პროდუქტს ფასადზე ან სხვა სივრცეში თუ ზედაპირზე ამონტაჟებენ.

თქვენს პროდუქტს მოჰყვება გარანტია, გამართულად მუშაობს და იქცევს ყურადღებას.