Flit Production phone icon mail icon facebook icon

კომპლექსური გადაწყვეტილებები მაღაზიებისთვის

Integrated solutions for Shops

ჩვენ ვახორციელებთ კომპლექსურ პროექტებს ყველა ტიპის მაღაზიისთვის, იქნება ეს  მოდური ტანსაცმლის ბუტიკი თუ ავეჯის დიდი სალონი. გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს: დიზაინ-კონცეფციის შემუშავებიდან გარე და შიდა ბრენდირების ყველა ელემენტის დამზადებისა და მონტაჟის ჩათვლით. 

შეგვიძლია რეგულარულად დაგეხმაროთ ვიტრინების განახლებაში, სავაჭრო დარბაზების სეზონურ გაფორმებაში, პოსტერებისა და ვიზუალური კომუნიკაციის ელემენტების შეცვლაში. 

თქვენ გვაწვდით კომპანიის ბრენდბუქს, ჩვენ კი გიბრუნებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ბრენდის სტანდარტებსა და კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლეს ნორმებს.

თქვენი ლოგოები და ვიზუალური იდენტობა პროფესიონალების მიერ ადაპტირდება გარე რეკლამისა და ენის ნორმატიული მოთხოვნების გათვალისწინებით. 

ასევე გთავაზობთ დახმარებას ფასადისა და გარე მანიშნებლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.

15+ წლიანი პრაქტიკა და ათეულობით წარმატებული პროექტი ჩვენი კომპეტენციისა და ხარისხის გარანტიაა. ვითვალისწინებთ, ვაკვირდებით და ვხვეწთ ყველა დეტალს.

ფასადების გაფორმებისა და ბრენდირების მაგალითები

Examples of Facade decorating and branding

სახურავისა და დიდი ზომის ფასადური კონსტრუქციები

High Altitude Facade Installations

პანელ-კრონშტეინები

Bracket Ad Panels

მიმღები ზონები

Cashier area decorations

სანავიგაციო ნიშნები

Navigational / Wayfinding signs

ნაბეჭდი პანელებით კედლების გაფორმება

Wall decorating with printed panels

მნათი ყუთები და ჩარჩოები ტექსტილით

Textile frame displays

ვიტრინების გაფორმება

Display Window decoration

თაროების გაფორმება და განათება

Illuminated decorations of display Shelves

ღირებულების დაანგარიშება

dropdown_arrow

დაგვიკავშირდით ტელეფონით და გამოგვიგზავნეთ მასალა ელ. ფოსტით. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას და დაგითვლით ღირებულებას.

რა უნდა ვიცოდეთ ამისათვის:

  • სასურველი კონსტრუქციის ზომები (სიგრძე X სიმაღლე)
  • სად უნდა დამონტაჟდეს (კედელზე, ცალკე და ა.შ)
  • ცალმხრივი უნდა იყოს თუ ორმხრივი
  • უნდა ანათებდეს თუ არა

აღგვიწერეთ ამოცანა და ჩვენ განხორციელებაში დაგეხმარებით. შემოგთავაზებთ ყველაზე ოპტიმალურ ტექნოლოგიას და მასალებს, როგორც ეფექტიანობას, ისე ღირებულების თვალსაზრისით. 

კარგი შედეგის გარანტია მხოლოდ ინდივიდუალური და პროფესიონალური მიდგომაა! 

ახალ მაგალითებსა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook-ზე

იდეიდან განხორციელებამდე

dropdown_arrow

ეტაპი 1

ინფორმაციის მიღება და დეტალების განხილვა

საწყის ეტაპზე თქვენ გვაწვდით საჭირო ინფორმაციას შეკვეთის შესახებ: ტექნიკური დავალება, მონახაზები (თუ არსებობს), მაგალითები, არსებული ვითარება და სხვა მასალებბი. მენეჯერთან ერთად განიხილავთ პროექტის მნიშვნელოვან პარამეტრებს, შესრულების ვადებს და სამუშაოს ძირითად ეტაპებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვიურთიერთოთ ტელეფონით, ელ. ფოსტით და ონლაინ რეჟიმში.

ეტაპი 2

ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცება

ამ ეტაპზე ვათანხმებთ საბოლოო ზომებს, ვიზუალურ მახასიათებლებსა და ფერს. ფორმდება ხელშეკრულება. იქმნება და მტკიცდება ესკიზები, ფოტომონტაჟები და სხვა საჭირო ვიზუალური თუ ტექნიკური ელემენტები. საჭიროების შემთხვევაში, ქალაქის ადამინისტრაციის მიერ პროექტის დასამტკიცებლად მზადდება დოკუმენტები.

ეტაპი 3

წარმოება

დეტალების შეთანხმებისა და საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ გადავდივართ წარმოებაზე.
იწყება შეთანხმებული მახასიათებლების მიხედვით პროდუქტის დამზადება.
შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე თქვენი ყურადღება და მიღებული შედეგების დადასტურება იყოს საჭირო.

ეტაპი 4

მზა პროდუქტის მონტაჟი და ჩაბარება

ბოლო ეტაპი მზა პროდუქტის ადგილზე დამონტაჟებაა (თუ ეს პროექტით არის გათვალისწინებული). საჭიროების შემთხევაში, კომპანიის წარმომადგენლები პროდუქტს ფასადს ან სხვა სივრცეში თუ ზედაპირზე ამონტაჟებენ.

თქვენს პროდუქტს მოჰყვება გარანტია, გამართულად მუშაობს და იქცევს ყურადღებას.