«ბრტყელი» ასოები და სიმბოლოები (ფსევდომოცულობითი)
Flat Cut Letters & Symbols
არსებობს ბრტყელი (ფსევდომოცულობითი) ასოებისა და სიმბოლოების სხვადასხვა სახეობა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება მასალით, ფაქტურით, გამჭვირვალობით თუ სხვა მახასიათებლებით. ასეთი ასოების სისქე და მოცულობა დამოკიდებულია იმ მასალის სისქეზე, რომლისგანაც ისინი მზადდება (ხშირად 0.5-დან 20 მმ-მდე). ასოები ამ მასალის ფირფიტებისგან იჭრება CNC ან ლაზერული ჭრით.
- ბრტყელი ასოები ხშირად გამოიყენება როგორც შიდა, ისე გარე გაფორმების ელემენტებად და იძლევა მრავალ შემოქმედებით შესაძლებლობას.
- შესაძლოა მათი გამოყენება ინტერიერის დეკორატიული ელემენტების სახით, სტილის ხაზგასასმელად; ასევე გამოიყენება სანავიგაციო მანიშნებლებად და სიმბოლოებად, შენობაში გადაადგილების გასაადვილებლად.
- მასალებისა და განათების ტიპების მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ მივაღწიოთ სასურველ ვიზუალურ ეფექტს, არამედ გავითვალისწინოთ ექსპლუატაციის პირობებიც, იქნება ეს ატმოსფერული ზემოქმედებისადმი მდგრადობა თუ ინტერიერთან ჰარმონიული შეხამებამება.
ბრტყელი ასოების ძირითადი სახეობები: მასალები:
- პვქ (პოლივინილქლორიდი)
- აკრილი და ორგმინა
- ქვა
- ალუმინი
- და სხვა.
შეღებვა და მოპირკეთება:
- საღებავი: ბრტყელი ასოები შესაძლოა შეიღებოს ნებისმიერი ფერით, რათა შეესაბამებოდეს კორპორაციულ სტანდარტებს ან დიზაინის კონცეფციას.
- ფერადი ფირი: გამოიყენება ასოებზე დასაკრავად მრავალფეროვანი ვიზუალური ეფექტებისა და ტექსტურების შესაქმნელად.
განათება:
- უკანა კონტრ განათება
- გარედან მიმართული პროჟექტორით განათება
დამონტაჟების ვარიანტები:
- ძალიან გამძლე თვითკრობადი ფირი ან წებო: გამოსადეგია ასოების გლუვ პანელებსა და ზედაპირებზე დასამაგრებლად. ეს მარტივი და სწრაფი მეთოდია.
- გამოშვერილი შტიფტები: გამოიყენება ისეთ უსწორმასწორო ზედაპირებზე დასამაგრებლად, როგორიცაა ქვა ან კენჭებიანი კედლები, ასევე დამატებითი მოცულობის შესაქმნელად.
შეზღუდვები და რეკომენდაციები:
- გარე კონსტრუქციებისათვის გამოიყენება ამინდისადმი მდგრადი მასალები და სამაგრები.
- თუ მნათი ასოების გამოყენება გსურთ, სარემონტო სამუშაოებისა და ზედაპირის მოპირკეთების დასრულებამდე აუცილებლად გაიყვანეთ ელექტრო არხების განათების სადენებისთვის.
- მინიმალური ზომის შეზღუდვა დამოკიდულია რამდენიმე პარამეტრზე. ასოს ყველაზე ვიწრო მონაკვეთი არ უნდა იყოს ~0.4 სანტიმეტრზე ნაკლები.
ალტერნატიული ვარიანტები:
ბრტყელი ასოების ალტერნატივად ზოგიერთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მოცულობითი ასოები; განსაკუთრებით, თუ მეტი ვიზუალური ეფექტი ან განათება გჭირდებათ.
გამძლეობა და ხარისხი:
უმეტესი აღნიშნული მასალების გამძლეობა უზრუნველყოფს მდგრადობას ამინდის მიმართ, არ ხუნდება მზეზე და დიდხანს ნარჩუნდება პირველადი სახით.
გარანტია:
2 წლის განმავლობაში ჩვენ გთავაზობთ საგარანტიო მომსახურებას ბრტყელი ასოების, მათი სამაგრი ელემენტებისა და დიოდური განათებისათვის.
დამატებითი მომსახურება:
ჩვენ დაგეხმარებით ქალაქის ადმინისტრაციასთან პროექტის შესათანხმებლად მომზადებაში და ვუზრუნველყოფთ საჭირო დოკუმენტაციას.
დამატებითი მომსახურება:
დაგეხმარებით პროექტის ქალაქის ადმინისტრაციასთან შესათანხმებლად მომზადებისთვის.
ბრტყელი, დაფერილი ასოების მაგალითები
Examples of Colored flat letters
ორგმინის პრიალა დაუფერავი ასოები
Unpainted Glossy Plexiglass flat letters
ბრტყელი ასოები ალუმინის ზედაპირით
Flat letters with Aluminum surface
ხელოვნური ქვისგან დამზადებული ასოები და სიმბოლოები
Artificial Stone flat letters
ღირებულების დაანგარიშება
დაგვიკავშირდით ტელეფონით და გამოგვიგზავნეთ მასალა ელ. ფოსტით. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას და დაგითვლით ღირებულებას.
რა უნდა ვიცოდეთ ამისათვის:
- თქვენი ხედვის აღწერა + მაგალითი
- სად უნდა დამონტაჟდეს (ფოტო)
- მიახლოებითი ზომები და რაოდენობა
- კონკრეტული სურვილები და შეზღუდვები
აღგვიწერეთ ამოცანა და ჩვენ განხორციელებაში დაგეხმარებით. შემოგთავაზებთ ყველაზე ოპტიმალურ ტექნოლოგიას და მასალებს, როგორც ეფექტიანობას, ისე ღირებულების თვალსაზრისით.
კარგი შედეგის გარანტია მხოლოდ ინდივიდუალური და პროფესიონალური მიდგომაა!
ახალ მაგალითებსა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook-ზე
იდეიდან განხორციელებამდე
ეტაპი 1
ინფორმაციის მიღება და დეტალების განხილვა
საწყის ეტაპზე თქვენ გვაწვდით საჭირო ინფორმაციას შეკვეთის შესახებ: ტექნიკური დავალება, მონახაზები (თუ არსებობს), მაგალითები, არსებული ვითარება და სხვა მასალები. მენეჯერთან ერთად განიხილავთ პროექტის მნიშვნელოვან პარამეტრებს, შესრულების ვადებს და სამუშაოს ძირითად ეტაპებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვიურთიერთოთ ტელეფონით, ელ. ფოსტით და ონლაინ რეჟიმში.
ეტაპი 2
ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცება
ამ ეტაპზე ვათანხმებთ საბოლოო ზომებს, ვიზუალურ მახასიათებლებსა და ფერს. ფორმდება ხელშეკრულება. იქმნება და მტკიცდება ესკიზები, ფოტომონტაჟები და სხვა საჭირო ვიზუალური თუ ტექნიკური ელემენტები. საჭიროების შემთხვევაში, ქალაქის ადამინისტრაციის მიერ პროექტის დასამტკიცებლად მზადდება დოკუმენტები.
ეტაპი 3
წარმოება
დეტალების შეთანხმებისა და საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ გადავდივართ წარმოებაზე.
იწყება შეთანხმებული მახასიათებლების მიხედვით პროდუქტის დამზადება.
შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე თქვენი ყურადღება და მიღებული შედეგების დადასტურება იყოს საჭირო.
ეტაპი 4
მზა პროდუქტის მონტაჟი და ჩაბარება
ბოლო ეტაპი მზა პროდუქტის ადგილზე დამონტაჟებაა (თუ ეს პროექტით არის გათვალისწინებული). საჭიროების შემთხევაში, კომპანიის წარმომადგენლები პროდუქტს ფასადზე ან სხვა სივრცეში თუ ზედაპირზე ამონტაჟებენ.
თქვენს პროდუქტს მოჰყვება გარანტია, გამართულად მუშაობს და იქცევს ყურადღებას.