Flit Production phone icon mail icon facebook icon

კომპლექსური გადაწყვეტილებები სასტუმროებისთვის

Integrated solutions for Hotels

გთავაზობთ ყველაფერს, რაც სასტუმროების გაფორმებას სჭირდება: დიზაინ-პროექტის შემუშავებიდან ყველა ვიზუალური ელემენტის დამზადებისა და მონტაჟის ჩათვლით. ჩვენი მიმართულებებია ფასადის კონსტრუქციები, სანავიგაციო მანიშნებლები, ინტერიერისა და ექსტერიერის ბრენდირება მიმღები სივრცეების, კვების ზონების, სართულების, სასტუმროს ოთახების კარებისა და პერსონალის სივრცეებისთვის.

თქვენ გვაწვდით კომპანიის ბრენდბუქს, ჩვენ კი გიბრუნებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ბრენდის სტანდარტებსა და კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლეს ნორმებს.

თქვენი ლოგოები და ვიზუალური იდენტობა პროფესიონალების მიერ ადაპტირდება გარე რეკლამისა და ენის ნორმატიული მოთხოვნების გათვალისწინებით. 

ასევე გთავაზობთ დახმარებას ფასადისა და გარე მანიშნებლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.

15+ წლიანი პრაქტიკა და ათეულობით წარმატებული პროექტი ჩვენი კომპეტენციისა და ხარისხის გარანტიაა. ვითვალისწინებთ, ვაკვირდებით და ვხვეწთ ყველა დეტალს.

ფასადების გაფორმებისა და ბრენდირების მაგალითები

Examples of Facade decoration and branding

მთავარი შესასვლელის ბრენდირება

Examples of branding of Entrance canopies

სახურავისა და დიდი ზომის ფასადური კონსტრუქციები

Roof & High Altitude faсade installations

ცალკემდგომი პილონები და სტელები

Pylons & Stellas

პანელ-კრონშტეინები

Bracket Ad Panels

მიმღები ზონები

Reception area decorating

კედლების გაფორმება

Wall decorating

კარის მანიშნებლები

Door signs

შშმ პირებისათვის მორგებული მანიშნებლები

Signs with Braille text

სანავიგაციო მანიშნებლები

Navigational / Wayfinding signs

სართულის აღმნიშვნელი მანიშნებლები

Floor numbering

გამაფრთხილებელი ნიშნები

Warning signs

კვების სივრცეების გაფორმება

Food spaces decorating

დერეფნების გაფორმება

Corridors decorating

ოთახების გაფორმება

Rooms decorating

პერსონალის სივრცეების გაფორმება

Staff spaces decorating

ღირებულების დაანგარიშება

dropdown_arrow

დაგვიკავშირდით ტელეფონით და გამოგვიგზავნეთ მასალა ელ. ფოსტით. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას და დაგითვლით ღირებულებას.

რა უნდა ვიცოდეთ ამისათვის:

  • სასურველი კონსტრუქციის ზომები (სიგრძე X სიმაღლე)
  • სად უნდა დამონტაჟდეს (კედელზე, ცალკე და ა.შ)
  • ცალმხრივი უნდა იყოს თუ ორმხრივი
  • უნდა ანათებდეს თუ არა

აღგვიწერეთ ამოცანა და ჩვენ განხორციელებაში დაგეხმარებით. შემოგთავაზებთ ყველაზე ოპტიმალურ ტექნოლოგიას და მასალებს, როგორც ეფექტიანობას, ისე ღირებულების თვალსაზრისით. 

კარგი შედეგის გარანტია მხოლოდ ინდივიდუალური და პროფესიონალური მიდგომაა! 

ახალ მაგალითებსა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook-ზე

იდეიდან განხორციელებამდე

dropdown_arrow

ეტაპი 1

ინფორმაციის მიღება და დეტალების განხილვა

საწყის ეტაპზე თქვენ გვაწვდით საჭირო ინფორმაციას შეკვეთის შესახებ: ტექნიკური დავალება, მონახაზები (თუ არსებობს), მაგალითები, არსებული ვითარება და სხვა მასალებბი. მენეჯერთან ერთად განიხილავთ პროექტის მნიშვნელოვან პარამეტრებს, შესრულების ვადებს და სამუშაოს ძირითად ეტაპებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვიურთიერთოთ ტელეფონით, ელ. ფოსტით და ონლაინ რეჟიმში.

ეტაპი 2

ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცება

ამ ეტაპზე ვათანხმებთ საბოლოო ზომებს, ვიზუალურ მახასიათებლებსა და ფერს. ფორმდება ხელშეკრულება. იქმნება და მტკიცდება ესკიზები, ფოტომონტაჟები და სხვა საჭირო ვიზუალური თუ ტექნიკური ელემენტები. საჭიროების შემთხვევაში, ქალაქის ადამინისტრაციის მიერ პროექტის დასამტკიცებლად მზადდება დოკუმენტები.

ეტაპი 3

წარმოება

დეტალების შეთანხმებისა და საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ გადავდივართ წარმოებაზე.
იწყება შეთანხმებული მახასიათებლების მიხედვით პროდუქტის დამზადება.
შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე თქვენი ყურადღება და მიღებული შედეგების დადასტურება იყოს საჭირო.

ეტაპი 4

მზა პროდუქტის მონტაჟი და ჩაბარება

ბოლო ეტაპი მზა პროდუქტის ადგილზე დამონტაჟებაა (თუ ეს პროექტით არის გათვალისწინებული). საჭიროების შემთხევაში, კომპანიის წარმომადგენლები პროდუქტს ფასადს ან სხვა სივრცეში თუ ზედაპირზე ამონტაჟებენ.

თქვენს პროდუქტს მოჰყვება გარანტია, გამართულად მუშაობს და იქცევს ყურადღებას.