აბრა-ყუთები აკრილის ინკრუსტაციით
Sign boxes with acrylic inlay
ბრენდირების, ფასადების გაფორმებისა და შესასვლელი კონსტრუქციებისათვის უნივერსალური გადაწყვეტაა „აბრა-ყუთები“ აკრილის ინკრუსტაციით. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება მასალით, ფაქტურით, განათების ტიპით და სხვა მახასიათებლებით.
- აბრის კონსტრუქცია მზადდება კვადრატული მილ-პროფილისგან, რომელიც დაფარულია ფურცლოვანი მასალით (ძირითადად გამოიყენება ალუმინი ან ალუმინის კომპოზიტი). კონსტრუქციის ფასადზე გამოჭრილია ფორმები აკრილის შუშის ჩასასმელად, სანათი ელემენტები კი განთავსებულია ყუთის შიგნით.
- აკრილის მინის სისქიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი როგორც ზედაპირული, ისე მოცულობითი ინკრუსტაცია.
- აბრის ამ სახეობის განსაკუთრებულობა ისაა, რომ დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში ანათებს მხოლოდ წარწერა და ცალკეული ელემენტები, რაც თვითონ ყუთის უხილავობის ეფექტს ქმნის.
- აბრა-ყუთები შეიძლება დამაგრდეს, როგორც არსებულ ზედაპირზე, მაგალითად კედელზე, ისე კარ-ფანჯრის ღიობებში, შენობაში არსებულ თაღებსა და ნიშებში.
აკრილით ინკრუსტირებული აბრა-ყუთების ძირითადი სახეობები:
1. მასალები:
- ფურცლოვანი ალუმინი ან ალუმინის კომპოზიტური მასალა ალტერნატივის სახით (ასევე ცნობილი როგორც ალუმოკომპოზიტი), მტკიცე და გამძლე პროდუქტია, რომელიც ელეგანტურობას და ფუნქციონალურობას აერთიანებს. ეს მასალა ხშირად გამოიყენება რეკლამისა და დიზაინის სფეროებში თავისი სასიამოვნო ვიზუალური მახასიათებლების და ფერის თუ ტექსტურების მრავალფეროვნების გამო. *ალუმინის ან ალუმოკომპოზიტის ალტერნატივად შესაძლოა ზოგიერთი სხვა მტკიცე ფურცლოვანი მასალის გამოყენება.
- მნატი ელემენტების შესაქმნელად გამოიყენება სხვადასხვა სისქის აკრილის შუშა, რომელიც ინკრუსტირდება კომპოზიტურ აბრა-ყუთებში
2. შეღებვა და მოპირკეთება:
ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერისა და ტექსტურის მასალები, მათ შორის: პრიალა, ნაკაწრებიანი ვერცხლი, ქვისა და ხის ტექსტურები.
- ზედაპირი შესაძლოა შეიღებოს ნებისმიერი ფერით, რათა შეესაბამებოდეს კორპორაციულ სტანდარტებს ან დიზაინის კონცეფციას.
- შესაძლებელია საუკეთესო მწარმოებლების სხვადასხვა ფერის თვითკრობადი ფირის გამოყენება.
- დამატებითი გაფორმებისათვის შესაძლებელია უი (ულტრაიისფერი) ბეჭდვის გამოყენება, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე იძლევა მრავალფეროვანი ვიზუალური ეფექტებისა და ტექსტურების შესაქმნელად.
3. განათება:
- ხილული ნაწილი მთლიანად ანათებს (ფასადური მხარე და გვერდები)
- გვერდითი-კონტრაჟურული განათება
შიდა განათების წყაროდ გამოიყენება წყალგაუმტარი შუქდიოდური მოდულები, რომლებიც მონტაჟდება კვების ბლოკებთან ერთად.
დამონტაჟების ვარიანტები:
აბრა-ყუთები მონტაჟდება სხვადასხვა სახის ზედაპირებზე, მათ შორის: ფასადის კედლებზე, კარის ღიობებში, აივნებზე. დასამონტაჟებლად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, ზედაპირისა და კონსტრუქციის თავისებურებებიდან გამომდინარე.
ალტერნატიული ვარიანტები:
მინიმალური ზომის შეზღუდვა დამოკიდულია რამდენიმე პარამეტრზე. ასოს ყველაზე ვიწრო მონაკვეთი არ უნდა იყოს 0.4 სანტიმეტრზე ნაკლები. ყველა ბასრი კუთხე უმნიშვნელოდ მომრგვალდება.
ალტერნატიული ვარიანტები:
ალტერნატივა შეიძლება იყოს მოცულობითი ასოები, რომლებიც აბრა-ყუთებზე აკრილის იკრუსტაციების მაგივრად დამაგრდება.
*მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ თქვენი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ შენობაშია განთავსებული, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესის“ თანახმად, ფასადური აბრა ამ შემთხვევაში შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ცალკეული მოცულობითი ასოებისა და ნიშნების სახით.
კომბინაციები:
აბრა-ყუთები აკრილის ინკრუსტაციით კარგად ეხამება ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა მოცულობითი ასოები და თვითკრობადი ფირის აპლიკაციები. ეს საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ სხვადასხვა ვიზუალური ამოცანა და შევქმნათ უნიკალური და ეფექტური სარეკლამო თუ დეკორატიული გადაწყვეტები.
გამძლეობა და ხარისხი:
- აღნიშნული მასალების გამძლეობა უზრუნველყოფს მდგრადობას ამინდის მიმართ, არ ხუნდება მზეზე და დიდხანს ნარჩუნდება პირველადი სახით.
- თვითკრობადი ფირების მოხმარების ვადა 7 წელზე მეტია, რაც მტკიცდება მწარმოებლის გარანტიით.
- ულტრაიისფერ ბეჭდვას, ზოგიერთი სხვა ტექნოლოგიასთან შედარებით, გახუნებისადმი მდგრადობის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მაგრამ ამასთან, ასევე არ არის ძალიან გამძლე.
გარანტია:
2 წლის განმავლობაში ჩვენ გთავაზობთ საგარანტიო მომსახურებას კომპოზიტური აბრა-ყუთებისა და დიოდური განათებისათვის.
დამატებითი მომსახურება:
პანელ-კრონშტეინები და ზოგიერთი სახის სტენდები ასევე შესაძლოა დამზადდეს ამ ტექნოლოგიის გამოყენებით. დაგეხმარებით პროექტის ქალაქის ადმინისტრაციასთან შესათანხმებლად მომზადებისთვის. დაგეხმარებით პროექტის ქალაქის ადმინისტრაციასთან შესათანხმებლად მომზადებისთვის.
აბრა-ყუთების მაგალითები აკრილის ინკრუსტაციით
Examples of sign box with acrylic inlay
კონტურული განათება (გვერდითი კონტრაჟურული ეფექტით)
Edge Side-Backlighting effects
აკრილის ინკრუსტრაციის გამოყენებით შესრულებული შესასვლელი კომპლექსი
Acrylic inlay based Entrance set
კომბინირებული / მოცულობითი ასოების დამატებით
Combined version with the addition of 3D letters
ღირებულების დაანგარიშება
დაგვიკავშირდით ტელეფონით და გამოგვიგზავნეთ მასალა ელ. ფოსტით. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას და დაგითვლით ღირებულებას.
რა უნდა ვიცოდეთ ამისათვის:
- თქვენი ხედვის აღწერა + მაგალითი
- სად უნდა დამონტაჟდეს (ფოტო)
- მიახლოებითი ზომები და რაოდენობა
- კონკრეტული სურვილები და შეზღუდვები
აღგვიწერეთ ამოცანა და ჩვენ განხორციელებაში დაგეხმარებით. შემოგთავაზებთ ყველაზე ოპტიმალურ ტექნოლოგიას და მასალებს, როგორც ეფექტიანობას, ისე ღირებულების თვალსაზრისით.
კარგი შედეგის გარანტია მხოლოდ ინდივიდუალური და პროფესიონალური მიდგომაა!
ახალ მაგალითებსა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook-ზე
იდეიდან განხორციელებამდე
ეტაპი 1
ინფორმაციის მიღება და დეტალების განხილვა
საწყის ეტაპზე თქვენ გვაწვდით საჭირო ინფორმაციას შეკვეთის შესახებ: ტექნიკური დავალება, მონახაზები (თუ არსებობს), მაგალითები, არსებული ვითარება და სხვა მასალები. მენეჯერთან ერთად განიხილავთ პროექტის მნიშვნელოვან პარამეტრებს, შესრულების ვადებს და სამუშაოს ძირითად ეტაპებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვიურთიერთოთ ტელეფონით, ელ. ფოსტით და ონლაინ რეჟიმში.
ეტაპი 2
ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცება
ამ ეტაპზე ვათანხმებთ საბოლოო ზომებს, ვიზუალურ მახასიათებლებსა და ფერს. ფორმდება ხელშეკრულება. იქმნება და მტკიცდება ესკიზები, ფოტომონტაჟები და სხვა საჭირო ვიზუალური თუ ტექნიკური ელემენტები. საჭიროების შემთხვევაში, ქალაქის ადამინისტრაციის მიერ პროექტის დასამტკიცებლად მზადდება დოკუმენტები.
ეტაპი 3
წარმოება
დეტალების შეთანხმებისა და საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ გადავდივართ წარმოებაზე.
იწყება შეთანხმებული მახასიათებლების მიხედვით პროდუქტის დამზადება.
შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე თქვენი ყურადღება და მიღებული შედეგების დადასტურება იყოს საჭირო.
ეტაპი 4
მზა პროდუქტის მონტაჟი და ჩაბარება
ბოლო ეტაპი მზა პროდუქტის ადგილზე დამონტაჟებაა (თუ ეს პროექტით არის გათვალისწინებული). საჭიროების შემთხევაში, კომპანიის წარმომადგენლები პროდუქტს ფასადზე ან სხვა სივრცეში თუ ზედაპირზე ამონტაჟებენ.
თქვენს პროდუქტს მოჰყვება გარანტია, გამართულად მუშაობს და იქცევს ყურადღებას.