Flit Production phone icon mail icon facebook icon

მოცულობითი ასოები და ლოგოტიპები

Volumetric (3D) Letters & Symbols

არსებობს ბრტყელი (ფსევდომოცულობითი) ასოებისა და სიმბოლოების სხვადასხვა სახეობა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება მასალით, ფაქტურით, გამჭვირვალობით თუ სხვა მახასიათებლებით. ასეთი ასოების სისქე და მოცულობა დამოკიდებულია იმ მასალის სისქეზე, რომლისგანაც ისინი მზადდება (ხშირად 0.5-დან 20 მმ-მდე). ასოები ამ მასალის ფირფიტებისგან იჭრება CNC ან ლაზერული ჭრით.

  • ბრტყელი ასოები ხშირად გამოიყენება როგორც შიდა, ისე გარე გაფორმების ელემენტებად და იძლევა მრავალ შემოქმედებით შესაძლებლობას.
  • შესაძლოა მათი გამოყენება ინტერიერის დეკორატიული ელემენტების სახით, სტილის ხაზგასასმელად; ასევე გამოიყენება სანავიგაციო მანიშნებლებად და სიმბოლოებად, შენობაში გადაადგილების გასაადვილებლად.
  • მასალებისა და განათების ტიპების მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ მივაღწიოთ სასურველ ვიზუალურ ეფექტს, არამედ გავითვალისწინოთ ექსპლუატაციის პირობებიც, იქნება ეს ატმოსფერული ზემოქმედებისადმი მდგრადობა თუ ინტერიერთან ჰარმონიული შეხამებამება.


მოცულობითი ასოების ძირითადი სახეობები:

1. მასალები:

  • პლასტმასის ასოები: გამოირჩევა სიმსუბუქით და ფორმების მრავალფეროვნებით. ხშირად მზადდება წინა განათებით, რომ კაშკაშა და შესამჩნევი იყოს.
  • მეტალის ასოები: მტკიცე და გამძლეა. ხშირად გამოიყენება უკანა განათებით, რაც ამონათებული ფონის ეფექტს ქმნის.
  • იმ შემთხვევაში, თუ ასოების ან ნიშნების გაბარიტული ზომა ფურცლოვანი მასალების სტანდარტულ 2x3 მ ზომას აღემატება და საჭიროა შიდა განათების დამონტაჟება, ზედაპირისთვის გამოიყენება შუქგამატარი ბანერი. ასეთი ტექნოლოგია გამოიყენება სახურავზე განსათავსებელი და დიდი ზომის ფასადური კონსტრუქციების დასამზადებლად.
  • და ა.შ.

2. შეღებვა და მოპირკეთება:

აკრილი და ორგმინა მნათი ასოებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში, თუმცა ტონალობები შეზღუდულია. მეტალის ასოები შესაძლოა დამზადდეს პრიალა, გლუვი ან ნაკაწრებიანი ზედაპირით.

  • საღებავი: მოცულობითი ასოები შესაძლოა შეიღებოს ნებისმიერი ფერით, რათა შეესაბამებოდეს კორპორაციულ სტანდარტებს ან დიზაინის კონცეფციას.
  • ფერადი ფირი: გამოიყენება ასოებზე დასაკრავად მრავალფეროვანი ვიზუალური ეფექტებისა და ტექსტურების შესაქმნელად.

3. განათება:

  • წინა განათება (ფასადური)
  • წინა და კიდეების განათება
  • უკანა კონტრ განათება (კონტრაჟურული ეფექტით)
  • გვერდითი კონტრ განათება
  • ასოები ღია შუქდიოდებით ან ნათურებით
  • გარედან მიმართული პროჟექტორით განათება
  • კომბინირებული განათება

შიდა განათების წყაროდ გამოიყენება წყალგაუმტარი შუქდიოდური მოდულები, რომლებიც მონტაჟდება კვების ბლოკებთან ერთად.

*კომბინირებული განათების მქონე ასოების დასამზადებლად გამოიყენება განათების სხვადასხვა ვარიანტების ერთიანობა - მაგალითად, განათებული წინა ზედაპირი და კონტრაჟურული (უკანა) ნათება.

*სინათლის დინამიკური ეფექტისთვის დამატებით გამოიყენება კონტროლერი, რომელიც შეირჩევა და პროგრამდება ინდივიდუალურად, სარეკლამო კონსტრუქციის ამოცანებიდან და მიზნებიდან გამომდინარე.

დამონტაჟების ვარიანტები:

  • პირდაპირ კედელზე ან სხვა ზედაპირზე.
  • ფონურ საყრდენზე ან აბრა-ყუთზე
  • ლითონის კარკასზე (ჩარჩოზე): ეს საუკეთესო ვარიანტია დიდი და მძიმე ასოებისთვის.

შეზღუდვები და რეკომენდაციები:

  • გარე კონსტრუქციებისათვის გამოიყენება ამინდისადმი მდგრადი მასალები და სამაგრები. ასევე აუცილებელია წყალგაუმტარი შუქდიოდური მოდულების გამოყენება.
  • გასათვალისწინებელია, რომ შიდა განათებასთან ერთად მონტაჟდება კვების ბლოკი ან ბლოკები, რომელთა განთავსების ადგილი წინასწარ უნდა დადგინდეს.
  • თუ მნათი ასოების გამოყენება გსურთ, სარემონტო სამუშაოებისა და ზედაპირის მოპირკეთების დასრულებამდე აუცილებლად გაიყვანეთ ელექტრო არხების განათების სადენებისთვის.
  • მინიმალური ზომის შეზღუდვები დამოკიდებულია რამდენიმე პარამეტრზე. მაგალითად, მნათი ასოს ყველაზე ვიწრო მონაკვეთის სისქე არ უნდა იყოს5 სანტიმეტრზე ნაკლები.
  • არ არის რეკომენდებული ისეთი გავრცელებული ტექნოლოგიის გამოყენება, როგორიცაა მოცულობითი ასოების წინა მხარისა და კიდეების ერთდროულად განათება. საქართველოს კლიმატის პირობებში, მაღალი ხარისხის შემთხვევაშიც კი, ასოს ქვედა ნაწილში გროვდება მტვერი და მიკრობები, რაც იწვევს მუქი ლაქების გაჩენას. გვერდითი განათების გამო ეს დაბინძურება განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება და არაესთეტურად გამოიყურება. მსგავსი გადაწყვეტა უფრო შიდა სივრცეებისთვის არის შესაფერისი.

*მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ თქვენი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ შენობაშია განთავსებული, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესის“ თანახმად, ფასადური აბრა ამ შემთხვევაში შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ცალკეული მოცულობითი ასოებისა და ნიშნების სახით.

ალტერნატიული ვარიანტები:

მოცულობითი ასოების ალტერნატივად ზოგიერთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ბრტყელი (ფსევდომოცულობითი) ასოები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გარედან მიმართული პროჟექტორით ნათდება.

კომბინაციები:

მოცულობითი ასოები კარგად ეხამება ბრტყელ ასოებს, თვითკრობადი / თვითწებადი ფირის აპლიკაციებს, ნეონს და ა.შ. ეს საშუალებას გვაძლევს გადავჭრათ მრავალი ვიზუალური ამოცანა და შევქმნათ უნიკალური და ეფექტური სარეკლამო თუ დეკორატიული გადაწყვეტილებები.

გამძლეობა და ხარისხი:

  • აღნიშნული მასალების გამძლეობა უზრუნველყოფს მდგრადობას ამინდის მიმართ, არ ხუნდება მზეზე და დიდხანს ნარჩუნდება პირველადი სახით.
  • ფერადი აკრილი და სპეციალური ფირი არ ხუნდება მზეზე, რადგან მდგრადია ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
  • საჭიროების შემთხვევაში: „უი” (ულტრაიისფერი) ბეჭდვა უზრუნველყოფს მოხმარების უფრო ხანგრძლივ ვადას, ვიდრე სხვა ტექნოლოგიების უმეტესობა.
  • ხარისხიანი ფირების მოხმარების ვადა 7 წელზე მეტია.

გარანტია:

2 წლის განმავლობაში ჩვენ გთავაზობთ საგარანტიო მომსახურებას მოცულობითი ასოებისა და დიოდური განათებისათვის.


დამატებითი მომსახურება:

დაგეხმარებით პროექტის ქალაქის ადმინისტრაციასთან შესათანხმებლად მომზადებისთვის.

წინა განათებიანი მოცულობითი ასოების მაგალითები

Examples of 3D lettering with Face / Frontal Lighting

ასოები კონტრ განათებით (უკანა კონტრაჟურული ეფექტით)

Examples of 3D lettering with Back lighting

კონტურული განათებით (გვერდითი კონტრაჟურული ეფექტით)

Examples of 3D lettering with Side-Backlighting effects

მოცულობითი ასოები გვერდითა განათებით

Examples of 3D lettering with Side lighting

მოცულობითი ასოები «დღე და ღამე» განათებით

Examples of 3D lettering with «Day & Night» lighting

მოცულობითი ასოები ღია შუქდიოდებით ან ნათურებით

Examples of 3D lettering with Open diodes and lamps

მოცულობითი ასოები კომბინირებული განათებით

Examples of volume letters with Combined illumination

ღირებულების დაანგარიშება

dropdown_arrow


დაგვიკავშირდით ტელეფონით და გამოგვიგზავნეთ მასალა ელ. ფოსტით. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას და დაგითვლით ღირებულებას.

რა უნდა ვიცოდეთ ამისათვის:

  • თქვენი ხედვის აღწერა + მაგალითი
  • სად უნდა დამონტაჟდეს (ფოტო)
  • მიახლოებითი ზომები და რაოდენობა
  • კონკრეტული სურვილები და შეზღუდვები


აღგვიწერეთ ამოცანა და ჩვენ განხორციელებაში დაგეხმარებით. შემოგთავაზებთ ყველაზე ოპტიმალურ ტექნოლოგიას და მასალებს, როგორც ეფექტიანობას, ისე ღირებულების თვალსაზრისით. 

კარგი შედეგის გარანტია მხოლოდ ინდივიდუალური და პროფესიონალური მიდგომაა! 

ახალ მაგალითებსა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook-ზე

იდეიდან განხორციელებამდე

dropdown_arrow

ეტაპი 1

ინფორმაციის მიღება და დეტალების განხილვა

საწყის ეტაპზე თქვენ გვაწვდით საჭირო ინფორმაციას შეკვეთის შესახებ: ტექნიკური დავალება, მონახაზები (თუ არსებობს), მაგალითები, არსებული ვითარება და სხვა მასალები. მენეჯერთან ერთად განიხილავთ პროექტის მნიშვნელოვან პარამეტრებს, შესრულების ვადებს და სამუშაოს ძირითად ეტაპებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვიურთიერთოთ ტელეფონით, ელ. ფოსტით და ონლაინ რეჟიმში.

ეტაპი 2

ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცება

ამ ეტაპზე ვათანხმებთ საბოლოო ზომებს, ვიზუალურ მახასიათებლებსა და ფერს. ფორმდება ხელშეკრულება. იქმნება და მტკიცდება ესკიზები, ფოტომონტაჟები და სხვა საჭირო ვიზუალური თუ ტექნიკური ელემენტები. საჭიროების შემთხვევაში, ქალაქის ადამინისტრაციის მიერ პროექტის დასამტკიცებლად მზადდება დოკუმენტები.

ეტაპი 3

წარმოება

დეტალების შეთანხმებისა და საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ გადავდივართ წარმოებაზე.
იწყება შეთანხმებული მახასიათებლების მიხედვით პროდუქტის დამზადება.
შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე თქვენი ყურადღება და მიღებული შედეგების დადასტურება იყოს საჭირო.

ეტაპი 4

მზა პროდუქტის მონტაჟი და ჩაბარება

ბოლო ეტაპი მზა პროდუქტის ადგილზე დამონტაჟებაა (თუ ეს პროექტით არის გათვალისწინებული). საჭიროების შემთხევაში, კომპანიის წარმომადგენლები პროდუქტს ფასადზე ან სხვა სივრცეში თუ ზედაპირზე ამონტაჟებენ.

თქვენს პროდუქტს მოჰყვება გარანტია, გამართულად მუშაობს და იქცევს ყურადღებას.